დაკავება

ყოფილი და მოქმედი დიპლომატები ჭიაბერაშვილს თავდებში უდგებიან

US Embassy Tbilisi, Georgia

ყოფილი დიპლომატის, ამჟამად კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდასაჭერად დიპკორპუსის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ.


"საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ყოფილი და მოქმედი წევრები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩვენი ყოფილი კოლეგის, ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტის გამო. იმედს გამოვთქვამთ, რომ სამართლიანი და ობიექტური გამოძიება და სასამართლო უმოკლეს ვადაში დაადგენს სიმართლეს. გვჯერა რა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თავდებში ვუდგებით ჩვენს ყოფილ კოლეგას და თხოვნით მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, არ შეუფარდონ ზურაბ ჭიაბერაშვილს თავისუფლების აღკვეთის ზომა. აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და ჩვენს მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონი ზურაბის ოჯახს ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:
გრიგოლ ვაშაძე
ეკა ტყეშელაშვილი
ნინო ნაკაშიძე
მამუკა ჟღენტი
სალომე სამადაშვილი
ალექსანდრე ლომაია
გეგა მგალობლიშვილი
მამუკა კუდავა
ზურაბ კაჭკაჭიშვილი
კონსტანტინე გაბაშვილი
სერგი კაპანაძე
თემურ იაკობაშვილი
მამუკა გამყრელიძე
პაატა გაფრინდაშვილი
ნინო კალანდაძე
ნიკოლოზ ნათბილაძე
ნიკოლოზ ვაშაკიძე
ლევან დუჩიძე

კომენტარები