დაკავება

გაბაშვილი: ივანიშვილმა გასცა ბრძანება მერაბიშვილის დაკავებაზე

geonews.ge

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გაბაშვილი ეხმაურება.

მისი შეფასებით, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

"გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილმა მიიღო მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაკავების თაობაზე, არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ივანიშვილმა გასცა ბრძანება მერაბიშვილის დაკავებაზე, მაგრამ ამით ნაციონალურ მოძრაობას ვერ გაანადგურებენ. ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას და ეს ამბავი ძალიან ცუდად დაუბრუნდება მთავრობას. ეს არის ძალიან ცუდი შეცდომა, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ დაუშვა", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

კომენტარები