”რეჟიმი უნდა გასამართლდეს”

სპორტის სასახლეში ყრილობა ”რეჟიმი უნდა გასამართლდეს” გაიხსნა

medianews.ge

სპორტის სასახლეში, სამართლიანობის აღდგენისა და წინა ხელისუფლების გასამართლების მოთხოვნით, ყურილობა ”რეჟიმი უნდა გასამართლდეს” იმართება.აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მოძრაობა დაფუძნდება და ყრილობაზე შეკრებილები სპეციალურ რეზოლუციას მიიღებენ.

ყრილობის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებების ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის თქმით, ”დროა ნაციონალური რეჟიმი და სისტემა კანონის სრული სიმკაცრით გასამართლდეს”. 

შეკრებილები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ მოთხოვნით, ”შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და შესაბამის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ შეფასებას მისცმს მას”. ისინი ასევე მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას თხოვნით,”ნაციონალური მოძრაობის შეფასებაში სამართლიანი და ობიექტური პოზიცია დააფიქსირონ”.

შეკრებილებს სიტყვით პირველმა, სოხუმის თეატრის ყოფილმა მმართველმა დიმიტრი ჯაიანმა მიმართა, რომელიც სცენაზე რეზო ამაშუკელთან ერთად ავიდა. სპორტის სასახლეში ასევე იმყოფება ფრაქცია ქართული ოცნების ერთ ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი, ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გუნდის წევრები და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. 

კომენტარები