17 მაისის აქცია - შეფასებები

ნიდერლანდების მთავრობა საქართველოს ელჩს იძახებს, უკმაყოფილების გამოსახატად

government.nl

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც წერია, რომ საგარეო უწების ხელმძღვანელი "შოკირებულია თბილისში გამართული ანტი-გეი დემონსტრაციით", ხოლო ნიდერლანდების ხელისუფლება "იძახებს საქართველოს ელჩს ჰააგაში იმისთვის, რომ საკუთარი უკმაყოფილება გამოხატოს".


"საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანს ტიმერმანი გამოხატავს შეშფოთებას თბილისში განვითარებული მოვლენების გამო. ანტი-გეი აქტივისტების კონტრდემონსტრაციამ ძალადობრივი ხასიათი შეიძინა, რის გამოც დაშავდნენ ადამიანები. ეს დაუშვებელია, განსაკუთრებით ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რადგან ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება საკუთარი ფუნდამენტური უფლებები გამოეყენებინათ, რაც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს", – ნათქვამი განცხადებაში.


საგარეო უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად ნიდერლანდები შეახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ პოლიციამ უნდა დაიცვას სექსუალური უმცირესოსბის უფლებები.

კომენტარები