17 მაისის აქცია

გიორგი მარგველაშვილი: აქციების საკითხს მე არ ვარეგულირებ, არეგულირებს კონსტიტუცია

ტაბულა

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი, ამჟამად განათლების მინისტრი და ვიცეპრემიერი გიორგი მარგველაშვილი 17 მაისის აქციის თაობაზე აცხადებს, რომ კითხვა არ დგას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ჯგუფის ინტერესი უნდა იყოს დაცული. აღნიშნული კომენტარი მარგველაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.


"აქციების საკითხს მე არ ვარეგულირებ, არეგულირებს კონსტიტუცია. შესაბამისად, კითხვა არ დგას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ჯგუფის ინტერესი უნდა იყოს დაცული", - განაცხადა მარგველაშვილმა.


ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი, საპატრიარქოს მიერ გუშინ, 16 მაისს გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.


"ეს არის კონკრეტული დემონსტრაციის და კონკრეტული დღის შეფასება. ბუნებრივია, ერთი ჯგუფისათვის მეორე ჯგუფის პოზიცია მიუღებელია, მაგრამ ეს სხვა თემაა. მთავარია, ის ჩარჩო, რომელშიც მოვლენები განვითარდება, ეს ის ჩარჩოა, რომელსაც იცავს სახელმწიფო, მთავარია ყველაფერი იყოს მშვიდობიანად", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები