ჯაშუშური სკანდალი

აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

carnegieendowment.org

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. ამის მიზეზი რუსი სამართალდამცავების მიერ ამერიკის მოქალაქის, შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლის დაკავება გახდა. მაიკლ მაკფოლს კომენტარი არ გაუკეთებია.

ФСБ-ს თანამშრომლებმა რაიან კრისტოფერ ფოგლი დააკავეს, რომელიც, გამოძიების ვერსიით, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლის გადმობირებას ცდილობდა. რუსმა სამართალდამცავებმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს, რომელშიც ჩანს, რომ დაკავებულ ამერიკელ დიპლომატს "სადაზვერვო საქმიანობისთვის საჭირო აღჭურვილობა" - პარიკები, ფანარი, დანა, მუქი სათვალეები, მოსკოვის  რუკა და კომპასი აღმოაჩნდა. ასევე, გამოძიების ვერსიით, მას თან ჰქონდა დიდი ოდენობით ნაღდი ფული  და წერილობითი ინსტრუქცია გადასაბირებელი აგენტისათვის, რომელშიც ამერიკელი მას წელიწადში მილიონ დოლარს ჰპირდებოდა. 

ფოგლი, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტიუთ სარგებლობს, რუსეთის ხელისუფლებამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ეს ინციდენტი ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკელი დიპლომატის დაკავების პირველი შემთხვევაა.  რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, მომხდარი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედებს. 

კომენტარები