შრომის კოდექსი

მარგველაშვილი შრომის კოდექსზე: ვწუხვარ, რომ კერძო საუბარი მედიის განსახილველი გახდა

ტაბულა

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი და ვი­ცეპ­რე­მი­ე­რი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. და­ვი­თაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ვი­ცეპ­რე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მა­ინც უნ­და და­ტო­ვოს, თუ მის­თვის შრო­მის კო­დექ­სი მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ვწუხ­ვარ, რომ ჩე­მი კერ­ძო სა­უ­ბა­რი გახ­და მე­დი­ის გან­სა­ხილ­ვე­ლი, იმი­ტომ, რომ ეს არ იყო მე­დი­ის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, ან სა­ერ­თოდ გან­ცხა­დე­ბა. ეს იყო დის­კუ­სია სრუ­ლი­ად სხვა თე­მა­ზე. მე ვწუხ­ვარ, იმი­ტომ რომ არ მჩვე­ვია გუნ­დის სა­პი­რის­პი­რო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბებ­ზე გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, შიგ­ნით რას ვამ­ბობ და რო­გორ, ეგ სხვა სა­კით­ხია. იმა­ზეც ვწუხ­ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მშრო­მელ­თა უფ­ლე­ბებს იცავს ისე­თი ხალ­ხი, რო­მელ­საც რო­ზა ლუქ­სემ­ბურ­გი სა­ლან­ძღა­ვი სიტ­ყვა ჰგო­ნია. რო­ზა ლუქ­სემ­ბურ­გი გმი­რუ­ლად მოკ­ვდა სწო­რედ მშრო­მელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დროს და სა­ლან­ძღა­ვად არ მით­ქვამს ეს. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტო­ნი კო­ბას წი­ნა­და­დე­ბას, რომ გა­დავ­დგე, ვფიქ­რობ, რომ ეს უფ­რო სე­რი­ო­ზულ კონ­ტექ­სტში უნ­და იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი. მე მზად ვარ, ეს გან­ვი­ხი­ლო იმ ჯგუფ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც იღებს პო­ლი­ტი­კურ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბებს. არა­ნა­ირ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს, თუ არის ამის სა­ფუძ­ვე­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, მე და­ვუ­ჯე­რებ ბა­ტონ კო­ბას და სხვა ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამის­კენ მო­მი­წო­დებს", - ამ­ბობს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-თან სა­უ­ბარ­ში.

ახა­ლი შრო­მის კო­დექ­სის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა GIPA-ში სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ისა­უბ­რა. შეხ­ვედ­რა­ზე მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ ახა­ლი შრო­მის კო­დექ­სი უმუ­შევ­რო­ბას გაზ­რდის.

კომენტარები