ფარესიშვილის საქმე

ფა­რე­სიშ­ვი­ლი ხუ­ხაშ­ვი­ლის, ხვე­დე­ლი­ძი­სა და ნაც­ვლიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ

ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლი პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრის მრჩე­ველს, გია ხუ­ხაშ­ვილს, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, გე­ლა ხვე­დე­ლი­ძე­სა და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეს, ლა­შა ნაც­ვლიშ­ვილს, მათ წი­ნა­აღ­მდეგ მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით ემუქ­რე­ბა. ფა­რე­სიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბულ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ფაბ­რი­კა­ცი­ას უწო­დებს, რო­მელ­საც მა­ნამ არ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ, სა­ნამ ხუ­ხაშ­ვი­ლი, ხვე­დე­ლი­ძე და ნაც­ვლიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბებს ინარ­ჩუ­ნე­ბენ, რად­გან მის წი­ნა­აღ­მდეგ ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია სწო­რედ ამ სამ ადა­მი­ან­თან და­პი­რის­პი­რე­ბას მოჰ­ყვა. ფა­რე­სიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კით­ხვი­სას გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მის ჩვე­ნე­ბა­ში არ ჩა­წე­რეს ბრალ­დე­ბა ხუ­ხაშ­ვი­ლის, ნაც­ვლიშ­ვი­ლი­სა და ხვე­დე­ლი­ძი­სად­მი.

ფა­რე­სიშ­ვი­ლი აც­ხა­დებს, რომ ის გა­მო­ძი­ე­ბას გა­დას­ცემს მის ხელთ არ­სე­ბულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­სა და აუ­დი­ო­მა­სა­ლას და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და თუ ხსე­ნე­ბულ პი­რებს თა­ნამ­დე­ბო­ბებს არ და­ა­ტო­ვე­ბი­ნე­ბენ, მა­შინ ყვე­ლა­ფერს გა­ა­სა­ჯა­რო­ებს. ფა­რე­სიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეს მა­სა­ლე­ბი ამ სა­მი ადა­მი­ა­ნის ბრა­ლე­უ­ლო­ბას ადას­ტუ­რებს. მი­სი თქმით, მა­სა­ლე­ბი ეხე­ბა ხვე­დე­ლი­ძის პერ­სო­ნას, ხვე­დე­ლი­ძი­სა და სა­ნი­კი­ძის ურ­თი­ერ­თო­ბას და ასე­ვე მის მი­ერ ლა­ფან­ყუ­რის საქ­მე­ში გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ზე ხე­ლის და­ფა­რე­ბა­საც. მი­სი­ვე თქმით, აუ­დი­ო­მა­სა­ლებ­ში შე­დის ხუ­ხაშ­ვი­ლი­სა და კვერ­ცხე­ბის თე­მაც. ფა­რე­საშ­ვი­ლი ასე­ვე აც­ხა­დებს, რომ დო­კუ­მენ­ტებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რიც.

"მივ­მარ­თავ ამ სამ პი­როვ­ნე­ბას, არ­სე­ბობს თქვენ მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი ბინ­ძუ­რი ქმე­დე­ბე­ბის ფაქ­ტე­ბი. არ­სე­ბო­ბენ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­სა­ხე­ლე­ბენ ხუ­ხაშ­ვი­ლი­სა და ნაც­ვლიშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლე­ბებს", - აც­ხა­დებს ფა­რე­სიშ­ვი­ლი.

ფა­რე­სიშ­ვი­ლის თქმით, უშუ­ა­ლოდ მას­სა და გე­ლა ხვე­დე­ლი­ძეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­იწ­ყო, რაც ორი­ვე ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში იყ­ვნენ და მან ხვე­დე­ლი­ძე ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბით" და­კომ­პლექ­ტე­ბა­ში ამ­ხი­ლა. რო­გორც ფა­რე­სიშ­ვი­ლი ამ­ბობს, უკ­რა­ი­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია ამ პი­რე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე. მათ კი ორი არ­ჩე­ვა­ნი ჰქონ­დათ - მი­სი ლიკ­ვი­და­ცია, ან სი­ბინ­ძუ­რის და­დე­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა და­ღუ­პა იმან, რომ ხელს აფა­რებ­დნენ თა­ვი­ანთ თა­ნა­გუნ­დე­ლებს და ახ­ლა იგი­ვეს აკე­თებს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა. ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას რომ ნდო­მო­და, ამ სი­ბინ­ძუ­რეს კარ­გა ხნის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­დნენ, ამას გა­ა­კე­თებ­დნენ თუნ­დაც არ­ჩევ­ნე­ბის დროს და რად­გან მე ვი­ყა­ვი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი, ეს მათ რე­ი­ტინ­გზე ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­დებ­და", – გა­ნაც­ხა­და ფა­რე­სიშ­ვილ­მა.

ფა­რე­სიშ­ვი­ლის თქმით, ის შეხ­ვდა აშშ-ის ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რი­ჩარდ ნორ­ლანდს, რო­მელ­საც სა­ათ-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ზე. მი­სი თქმით, ელ­ჩი ნორ­ლან­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბით.

კომენტარები