ფარესიშვილის საქმე

ფარესიშვილი მორალური ზარალისთვის 300 ათას ლარს ითხოვს

facebook.com/giorgi.paresishvili

ქართული ოცნების ყოფილმა აქტივისტმა გიორგი ფარესიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. მორალური ზარალი ფარესიშვილმა 300 ათას ლარად შეაფასა და მის ანაზღაურებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და შს მინისტრის ყოფილ მოადგილისგან მოითხოვს. ფარესიშვილის ინტერესებს  სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაცია იცავს.

როგორც პირველ რადიოსთან საუბრისას გიორგი ფარესიშვილმა განაცხადა, მისთვის პრობლემას  სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოადგენს  სამი ათასი ლარის ოდენობით. მის თქმით, საია-ს ადვოკატმა შეიტანა შუამდგომლობა სასამართლოში, რომ ბაჟის გადახდა  პროცესის დასრულების შემდეგ მოხდეს. 

კომენტარები