საქართველო-აშშ

მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ "პრეზიდენტ სააკაშვილის გვარის სწორად წარმოთქმა ისწავლა".

საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა NATO-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს. ერთობლივ ვახშამზე, მათ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 

კომენტარები