ჩემპიონთა ლიგა

ბაიერნი - ბარსელონა სოციალურ ქსელებსა და პრესაში

მიუნხენის ბაიერნმა ბარსელონა გაანადგურა. მიუნხენელებმა საკუთარ მოედანზე კატალონიურ გრანდს 4 გოლი გაუტანეს და შეიძლება ითქვას, რომ ფინალის საგზური გაინაღდეს. გუშინდელი თამაშით, ბარსელონას ნოუ კამპზე ბაიერნისთვის არათუ ოთხის, ერთი გოლის გატანაც კი გაუჭირდება. მიულერმა დუბლი შეასრულა, გომესმა და რობენმა კი თითოჯერ აიღეს ვალდესის კარი.

გუშინდელმა შეხვედრამ მსოფლიო პრესაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ყველაზე ცნობილმა გერმანულმა და ესპანურმა გამოცემებმა პირველ გვერდზე შემდეგი სათაურები გამოიტანეს:

Marca: ისტორიული ცემა

AS: ბარსელონას ციკლის დასასრული

Bild: ბავარიამ ბარსელონა გასრისა

შეხვედრის შესახებ, სოციალურ ქსელ ტვიტერში მოქმედმა და წარსულში ცნობილმა ფეხბურთელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს  :

მაიკლ ოუენი: ბავარია - ეს უბრალოდ მანქანაა, მათი თამაშის ყურება ძალიან მაგარია

გუტი: ბარსას კუთხურები - დღევანდელ მატჩში გერმანელთათვის ყველაზე უსაფრთხო რამაა.

ვენსან კომპანი: ბავარია ახლა საოცრად ძლიერია. ბარსა საგოლე მომენტებისკენ არც კი მიანიშნებს.

ჯოუი ბარტონი: ლამის შესრულებით ცუდი თამაში არასდროს მინახავს. ბავარია ახლა ზედმეტად ძლიერია.

რუდ გულიტი: შესანიშნავი თამაშია, რა სასიამოვნოა გერმანული გუნდის თამაშის ყურება.

ლუის გარსია: რა შეიძლება, რომ ითქვას ? უბრალოდ დღეს ბავარია ბარსაზე ძლიერია

რივალდო: ვულოცავ ბავარიას, როგორც ჩანს, მესიმ სათანადოდ ვერ მოიშუშა ტრავმა. ბავარიამ ნამდვილი შოუ დადგა.

ვიკტორ ვალდესი: ჩვენ დღეს უდიდეს გუნდთან წავაგეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.

 

კომენტარები