საქართველო-აშშ

მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ში რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.

მიხეილ სააკაშვილი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, ასევე მონაწილეობას მიიღებს არიზონის შტატში, ჯონ მაკკეინის ინიციატივით მოწყობილ სედონას ფორუმში. 

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან და სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან, რომელიც ამ რანგში პირველად შეხვდება მიხეილ სააკაშვილს. 

კომენტარები