ჯანდაცვის სამინისტრო

კობა დავითაშვილი სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წვერი, კობა დავითაშვილი, აცხადებს, რომ  ჯანდაცვის მინისტრისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ამის შესახებ დავითაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა.  

"ბატონ დავით სერგეენკოს ვურჩევ, პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს. შეკითხვები არის ძალიან კონკრეტული, მისი გადაწყვეტილებები არის კერძო სადაზღვევო კომპანიების ინტერესებში. როგორც ჩანს, ბატონ სერგეენკოს სურს, არსებით განხილვას თავი აარიდოს და ფორმალობაზე გადაიტანოს საკითხი. ამიტომ მას მოუწევს პასუხების გაცემა, სანამ პასუხებს არ გასცემს, ბოდიშს კი არა, ვერაფერს ვერ მიიღებს ჩემგან. მისი პარლამენტში მოსვლის საკითხი დაყენებული მაქვს ფრაქციის წინაშე", - განაცხადა დავითაშვილმა.

შე­გახ­სე­ნებთ, კვი­რის ქრო­ნი­კის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლმა ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს ბრალი დასდო კო­რუფ­ცი­ა­ში - კერ­ძოდ, სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის ლო­ბი­რე­ბა­სა და ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მის არარ­სე­ბო­ბა­ში. 

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, და­ვით სერ­გე­ენ­კომ, დეპუტატ კო­ბა და­ვი­თაშ­ვილისგან ბრალ­დე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა ან სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­და მოითხოვა.

"მე მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში მდებს კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლი ბრალს. ეს და­ნა­შა­უ­ლი უმ­ძი­მე­სია, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს, კო­რუფ­ცი­ა­ში მდებს ბრალს, მან ეს ბრალ­დე­ბე­ბი უნ­და და­ამ­ტკი­ცოს ან სა­ჯა­რო ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს", - აღნიშნა სერ­გე­ენ­კომ.

კომენტარები