NDI-ის კვლევა

NDI: თეა წულუკიანის საქმიანობას დადებითად 52% აფასებს

ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (NDI), სას­ტუმ­რო ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საქმიანობას 19% ძალიან კარგად აფასებს, კარგად 33%, საშუალოდ 26%, ცუდად 4%, ძალიან ცუდად 2%. კითხვაზე პასუხი არ აქვს 12%-ს, უარი პასუხზე 5%-მა განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას საქმიანობას კარგად 8% აფასებს, ძალიან კარგად 34%, საშუალოდ 33%, ცუდად და ძალიან ცუდად, ჯამში, 4%. პასუხი არ აქვს 16%-ს, ხოლო უარი პასუხზე 5%-მა განაცხადა.

შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად, ჯამში, 43% აფასებს, 31% საშუალოდ, ცუდად და ძალიან ცუდად 6%.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად 40% აფასებს, საშუალოდ 32%, ცუდად და ძალიან ცუდად 6%.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, მის საქმიანობას დადებითად ჯამში 36% აფასებს, 35% საშუალოდ, ხოლო უარყოფითად 4%.

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის საქმიანობას დადებითად 36% აფასებს, საშუალოდ 35%, უარყოფითად 5%.

სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარი -  კარგად და ძალიან კარგად 32%, საშუალოდ 36%, ცუდად და ძალიან ცუდად 6%.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე - დადებითად 27%, საშუალოდ 33%, უარყოფითად 4%.

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე - დადებითად 32%, საშუალოდ 37%, უარყოფითად 10%.

განათლების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი - დადებითად 29%, საშუალოდ 34%, უარყოფითად 10%.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია - დადებითად 21%, საშუალოდ 34%, უარყოფითად 4%. პასუხი არ აქვს 35%-ს.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი - დადებითად 20%, საშუალოდ 30%, უარყოფითად 5%. პასუხი არ აქვს 40%-ს.

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი - კარგად 2%, ძალიან კარგად 15%, საშუალოდ 30%, ცუდად და ძალიან ცუდად 4%. პასუხი არ აქვს 43%-ს.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, დავით დარახველიძის საქმიანობას, კარგად 2% აფასებს, ძალიან კარგად 13%, საშუალოდ 36%, ცუდად და ძალიან ცუდად 6%. პასუხი არ აქვს 38%-ს.

კვლე­ვა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 13-27 მარ­ტის პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და და მის ფარ­გლებ­ში შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვით 3,103 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­კით­ხა. კვლე­ვის ცდო­მი­ლე­ბა 2.5%-ს შე­ად­გენ­და. იგი კავ­კა­სი­ის კვლე­ვი­თი რე­სურ­სე­ბის ცენ­ტრმა ჩა­ა­ტა­რა და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მი­ერ არის და-ფი­ნან­სე­ბუ­ლი. წი­ნა კვლე­ვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში წარ­მო­ად­გი­ნა.

კომენტარები