საპარლამენტო უმრავლესობა

კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლი: ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან მაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ნიშ­ვნა

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შე­ნიშ­ვნას აძ­ლევს და შერ­ჩე­ვით სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა, ნეტ­გა­ზე­თის ცნო­ბით, მან პარ­ლა­მენ­ტში გა­ა­კე­თა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

"მე მაქვს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან შე­ნიშ­ვნე­ბი გუ­შინ­დელ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ მაქვს შე­ნიშ­ვნე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ქმე­დე­ბა­ზე. ისი­ნი სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ, მაგ­რამ მე მინ­და ვკით­ხო ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრ ბა­ტონ ღა­რი­ბაშ­ვილს. გუ­შინ ჩა­ტარ­და ორი აქ­ცია, ერ­თი აქ­ცია ჩა­ტარ­და პარ­ლა­მენ­ტის წინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­ერ, მე­ო­რე აქ­ცია ჩა­ტარ­და თბი­ლის­ში "ლა­ბო­რა­ტო­ო­რია 1918-ის" მი­ერ. ორი­ვე აქ­ცი­ა­ზე და­ირ­ღვა კა­ნო­ნი. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ოც­მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია არ იყო და­ცუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი­დან, რაც კა­ნო­ნის მოთ­ხოვ­ნაა. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში წი­ნას­წა­რი გაფ­რთხი­ლე­ბა არ მოხ­და გზის გა­და­კეტ­ვის თა­ო­ბა­ზე. ორი­ვე კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა. მინ­და ვი­კით­ხო, რა­ტომ არის შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი წევ­რე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ? რა­ტომ არ იქ­ნა აღ­კვე­თი­ლი მა­თი მხრი­დან კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა და რა­ტომ იქ­ნა აღ­კვე­თი­ლი "ლა­ბო­რა­ტო­რია 1918-ის მი­ერ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა?"- აცხადებს დავითაშვილი.

კომენტარები