Freedom House

პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველომ 15 ადგილით წინ წაიწია

www.rsf.org

Freedom House-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველომ 15 ადგილით წინ წაიწია. 2012 წელს, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში საქართველო, 52 ქულით 111-ე ადგილს იკავებდა. 2013 წლის რეიტინგის მიხედვით კი ქვეყნა 49 ქულით, 96 პოზიციაზეა.
ორგანიზაცია პრესის თავისუფლების კვლევას მსოფლიო მასშტაბით 197 ქვეყანაში ატარებს. შეფასება 100-ქულიანი სისტემით ხდება. ქვეყნები, რომლებიც 0-დან 30-მდე ქულას იღებენ თავისუფალ ქვეყნებად ითვლებიან; 31-დან 60-მდე – ნაწილობრივ თავისუფალ; 61-დან 100-მდე კი – არათავისუფლ ქვეყნებად.
Freedom House-ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მოვლენების დაბალანსებულმა გაშუქებამ ხელი შეუწყო საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების გამარჯვებას და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებას (გვ. 2). ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ქვეყნის სატელევიზიო ბაზარზე პოლიტიკურმა მრავალფეროვნებამ, მათ შორის ტელეკომპანია იმედის წინა მფლობელებისთვის დაბრუნებამ გამოიწვია (გვ. 8)

კომენტარები