საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ ასეთი პოლიციით

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პოლიციელებს მადლობა გადაუხადა, გუშინდელი აქციის დროს სამსახურებრივი მოვალეობის კარგად შესრულებისთვის. ამასთან დაკავშირებით განცხადება, პრეზიდენტმა, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

"მინდა მადლობა ვუთხრა ყველა რიგით პოლიციელს ოპოზიციის მიტინგის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის. საკუთარი თვალით ვნახე, რომ მათ სანიმუშოდ დაიცვეს წესრიგი და აჩვენეს მაღალი დონის ორგანიზებულობა. 
ვამაყობ ასეთი პოლიციით!" - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები