19 აპრილის აქცია

ელენე ხოშტარია: ეს აქცია ახალი პოლიტიკური გარემოს კარგი გამოცდაა

არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წარმომადგენელი და პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია დღეს, 19 აპრილს დაგეგმილი აქციიდან რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდება. მისი აზრით, ეს პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც ნაციონალური მოძრაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

"მგონია, ეს ჩვეულებრივი მიტინგია, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ნაციონალური მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას დაანახოს მისი არსებობა. არ მგონია, რომ ამ აქციამ რაიმე გავლენა იქონიოს ევროპულ კურსზე, რადგან სამუშაო უფრო პარლამენტსა და საერთაშორისო საზოგადოებასთანაა.

მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ამ შემთხვევაში ეს იქნება კარგი გამოცდა ახალი ქართული პოლიტიკური გარემოსთვის. ექსცესების შემთხვევაში ეს არა მარტო რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, არამედ მთელ პროცესს და სახელმწიფოს დააზარალებს", - განაცხადა ხოშტარიამ ტაბულასთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის წინ ნაციონალური მოძრაობა აქციას გეგმავს. 

კომენტარები