19 აპრილის აქცია

გია ხუხაშვილი: ცოტა გაუგებარია აქციის იდეა და ძირითადი მესიჯი

რკინიგზის გენერალური დირექტორის მრჩევლის, გია ხუხაშვილის განცხადებით, დღევანდელმა აქციამ "წესით, მშვიდად უნდა ჩაიაროს". 

"კარგია, რომ ასეთი აქტივობაა, მგონი მშვიდად და წყნარად უნდა ჩაიაროს. ცოტა გაუგებარია აქციის იდეა და ძირითადი მესიჯი. ეს ევროპა გვინდა - ღია კარის მტვრევაა, თუმცა ესეც მათი უფლებაა და დანარჩენს ვნახავთ. ფეხბურთი არ არის, რომ პროგნოზები ვაკეთო. მთავარია, რომ ხელისუფლება ვალდებულია, ნებისმიერი უმცირესობის გამოხატვის თავისუფლება დაიცვას, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა ტაბულასთან საუბარში. 

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს, 19 აპ­რილს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა აქ­ცი­ას ატარებს. 

კომენტარები