19 აპრილის აქცია

აქციასთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორიები აღარ გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორიები 12:00 საათიდან აღარ გადაიკეტება.

უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს, რათა მათ გადაადგილებისას დისკომფორტი არ შეექმნათ.

"შსს ზრუნავს აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვაზე და რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამინისტრო მოსახლეობას ინფორმაციას დროულად მიაწვდის", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, იმის შესახებ, რომ 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, 12 საათიდან გადაიკეტებოდა რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორიები.

აღნიშნულს თბილისის მერია გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, სადაც შსს-ს გადაწყვეტილება მიზანშეუწონლად შეაფასა. 

კომენტარები