სახალხო დამცველის ანგარიში

ადამიანის უფლებათა კომიტეტში ომბუდსმენის ანგარიშს ოპოზიციასთან ერთად განიხილავენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშს განიხილავს. თუმცა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, ომბუდსმენის ანგარიშის საჯარო განხილვა დღევანდელ სხდომაზე არ დასრულდება.  
"სამწუხაროდ, სწორედ იმიტომ გავაკეთეთ ღია სხდომა, რომ ოპოზიციასთან ერთად მომხდრიყო ანგარიშის განხილვა, მაგრამ კომიტეტი ანგარიშის განხილვას არ დაასრულებს, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ამ ანგარიშის შემაჯამებელ ეტაპს ნაციონალები დაესწრონ. კომიტეტის მეორე სხდომას ისე უზრუნველვყოფთ, რომ შემაჯამებელი დოკუმენტის მუშაობაში ისინიც იყვნენ ჩართულნი", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ 19 აპრილის აქციის გამო საპარლამენტო საქმიანობაზე ორი დღით უარი განაცხადეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. 
სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება, რომ ამ დროისთვის სახალხო დამცველის ანგარიშს 5 დეპუტატი უსმენს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ნანუაშვილი წარადგენს საკუთარი ანგარიშის იმ ნაწილებს, რომელიც ციხეებში განვითარებულ მოვლენებს, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს შეეხება.

კომენტარები