NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 87% იმედს, ხოლო 84% რუსთავი 2-ს უყურებს

ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (NDI), სას­ტუმ­რო ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი  წარ­მო­ად­გი­ნა.

გამოკითხული მოსახლეობის 90%-ისთვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ ტელევიზია რჩება. ყველაზე მეტი მაყურებელი ტელეკომპანია იმედს ჰყავს (87%), მეორე ადგილზე რუსთავი 2-ია 84%-ით, მესამე ადგილზე კი საზოგადოებრივი მაუწყებელი 52 %-ით. მეცხრე არხისა და მაესტროს ყურების საშუალება მოსახლეობის 37%-ს არ აქვს. 

მოსახლეობის 45% თვლის, რომ ტელეკომპანია იმედი არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესს არ გამოხატავს. რუსთავი 2-ის შემთხვევაში კი 48% მიიჩნევს, რომ ეს არხი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს გამოხატავს. გამოკითხულთა 27%  საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებლად თვლის. მეცხრე არხისა და მაესტროს შემთხვევაში მდგომარეობა საპირისპიროა. გამოკითხულთა 34% მეცხრე არხს, 27% კი მაესტროს ქართული ოცნების ინტერესების გამომხატველად მიიჩნევს. 

გამოკითხული მოსახლეობის 35% იმედის საინფორმაციო გამოშვებას ენდობა, 51% კი მის მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი. რუსთავი-2 ის საინფორმაციო გამოშვებას 22% ენდობა, მის მიმართ ნეიტრალურად კი 50%-ია განწყობილი. 

 

კომენტარები