ქუთაისის მერი

ქუთაისის მერი თანამდებობიდან გადააყენეს

ქუთაისის საკრებულომ, ქუთაისის მერის, ბესიკ ბრეგაძის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო.

მერის იმპიჩმენტის საკითხი ქართულმა ოცნებამ დააყენა. მათთან ერთად, იმ დეპუტატებმა, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დატოვეს.

კომისია, რომელიც ახალი მერის კანდიდატურის შერჩევაზე იმუშავებს, უკვე შეიქმნა. ქუთაისს ახალი მერი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს ეყოლება.

კომენტარები