ეროვნული უშიშროების საბჭო

ბოკერია წულუკიანის განცხადებებს პოლიტიკურ ბოდვას უწოდებს

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტრის განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, მინისტრ თეა წულუკიანის მიერ, პრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვაზე საუბარი "უპასუხისმგებლობა" და "პოლიტიკური ბოდვაა". ბოკერიას თქმით, ამ განცხადებებს სხვა შეფასება არ მოეძებნება.

"ქალბატონი წულუკიანისგან ჩვენ მოვისმინეთ მორიგი, ოღონდ ამჯერად მსხვილი კალიბრის უპასუხისმგებლო და ჩვენი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები. ერთადერთი შეფასება, რაც მომდის თავში, არის ის, რომ ეს არის პოლიტიკური ბოდვა. სხვა შეფასება, სამწუხაროდ, არ არსებობს", - აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერია წულუკიანის მიერ ახალ ID ბარათებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, იგივე შეფასება ვრცელდება ბარათებთან დაკავშირებითაც.

"ეს სამოქალაქო სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინიციპების საწინააღმდეგო განცხადება იყო", - თქვა ბოკერიამ.

წულუკიანმა განაცხადა, რომ წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ID ბა­რა­თე­ბის ჩიპ­ზე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ნახ­ვას გეგ­მავ­და, რის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­საც ის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნებს. მი­ნის­ტრმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მი­მარ­თავს წმინ­და სი­ნოდს იმის დასა­დგე­ნად, თუ რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ლი­გი­ურ დოგ­მებს ინ­ფორ­მა­ცია, რაც ამ­ჟა­მად ჩიპ­ზე ინა­ხე­ბა. წუ­ლუ­კი­ა­ნი აც­ხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც შე­ეძ­ლე­ბათ და სა­ბო­ლოო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზაფ­ხუ­ლის­თვის იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

"მო­მა­ვალ დღე­ებ­ში მივ­მარ­თავ წმინ­და სი­ნოდს და მის­გან მო­ვით­ხოვ რე­ლი­გი­ურ შე­ფა­სე­ბას ამ მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ. მინ­და მათ­გან მო­ვის­მი­ნო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი აზ­რი, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა მო­ნა­ცემ­თა ეს ნუს­ხა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს რე­ლი­გი­ურ დოგ­მებს და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ რწმე­ნას. ასე­ვე, იგი­ვე შე­კით­ხვით მინ­და მივ­მარ­თო რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბებს. მას შემ­დეგ, რაც იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხი, შეგ­ვეძ­ლე­ბა ზაფ­ხუ­ლის­თვის ამ ბა­რა­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ბო­ლოო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

 

კომენტარები