რაფალიანცის საქმე

ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალი გამოიკვეთა

ათი თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალი გამოიკვეთა. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაახლოებით სამი კვირის წინ, ქვევრის ფსკერზე ცისფერი სპორტული ჩანთა იპოვეს.

ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ნაპოვნი ნივთი მკვლელს ეკუთვნის, რადგან აღნიშნული ჩანთა მათი არ არის.

მათ ნაპოვნი ნივთი გამოძიებას უკვე გადასცეს. როგორც ცნობილია, ჩანთას ექსპერტიზა უტარდება, რომლის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი, საქმის დროულად გახსნის თხოვნით, კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას.

შეგახსენებთ, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები