ქართული ოცნება

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკურ მდივნად არმაზ ახვლედიანი დაინიშნა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკურ მდივნად არმაზ ახვლედიანი დაინიშნა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

"მე არმაზ ახვლედიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის ჩემს თვალში არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ორგანიზაციის შიგნით დისციპლინის დამყარება, კარგი მენეჯმენტი და ის ამ მხრივ არის უკომპრომისო. იმ ძალიან დიდ და ახალ პარტიას, რომელიც იყო გამარჯვების ლოკომოტივი წინა არჩევნებზე, სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც გათავისუფლებულია საპარლამენტო ვალდებულებებისგან და იმ დეპუტატებს, რომლებიც პარტიის ხელმძღვანელები არიან, დაეხმარება, რომ მისი გამოცდილება მოახმარონ პარტიის გაძლიერებას. ბატონი არმაზი წლების მანძილზე იყო პოლიტიკური სწავლების სკოლის შესანიშნავი ხელმძღვანელი და ეს შეფასება მე არ მეკუთვნის, ეს შეფასება ეკუთვნის იმ უცხოელ ელჩებს, რომლებიც მასთან თანამშრომლობდნენ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

არმაზ ახვლედიანი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 1995-99 წლებში ის პარლამენტში პარტია აღორძინების კავშირს წარმოადგენდა, ხოლო 1999-2004 - წლებში მოქალაქეთა კავშირს.

კომენტარები