რელიგია

მართლმადიდებელი ეკლესიები ხვალ ხარებას აღნიშნავენ

მართლმადიდებელი ეკლესიები ხვალ, 7 მარტს ხარების დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო წირვას სამების საკათედრო კომპლექსის ხარების სახელობის ტაძარში, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე იაკობი აღავლენს.

ხარება ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს. ეკლესია იხსენებს იმ სახარებისეულ მონათხრობს, რომლის მიხედვითაც გალილეის ნაზარეთში მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ სწორედ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

ხვალ იერარქიის ნების თანახმად, დიდმარხვა თევზით ხსნილია. მარხვა 18 მარტს დაიწყო და აღდგომას, 5 მაისს დასრულდება.

 

კომენტარები