The Guardian ივანიშვილზე

TI Georgia: თანამდებობის პირებმა სრულად უნდა გაასაჯაროონ საკუთარი კომერციული ინტერესები

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო The Guardian-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, ამგვარ შემთხვევებში უტყუარი მტკიცებულებების მოძიება რთულია, მაგრამ პოლიტიკოსების ოფშორულ კომპანიებთან კავშირმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას და კორუფციის რისკებს შეიცავდეს. 

"ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თანამდებობის პირებმა სრულად გაასაჯაროონ საკუთარი კომერციული ინტერესები, რათა აცილებული იქნას ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები. ასევე ვფიქრობთ, რომ აუცილებელია შეიზღუდოს სხვადასხვა გარიგებები (როგორიცაა შესყიდვებისა და პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულებები) სახელმწიფოსა და ისეთ კომპანიების შორის, რომელთა საბოლოო ბენეფიციარი მფლობელების ვინაობა საზოგადოებისთვის უცნობია", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, გუშინ, 4 აპრილს The Guardian-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნის კუნ­ძუ­ლებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბელ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­ცაა. სი­ა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის გარ­და პა­კის­ტა­ნის, ინ­დო­ე­თის, ტა­ი­ლან­დი­სა და ინ­დო­ნე­ზი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რე­ბიც მოხ­ვდნენ.  

დღეს, 5 აპრილს, ამ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა. სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის ცნო­ბი­ლია გარ­კვე­უ­ლი ვა­რა­უ­დე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბულ ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ას შო­რის წარ­სულ­ში არ­სე­ბობ­და საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რი.

"სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ვალ­დე­ბუ­ლია, გა­ნაც­ხა­დოს მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა აქ­ტი­ვის შე­სა­ხებ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არა­ერ­თხელ გა­ნაც­ხა­და, რომ გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის, მტკი­ცედ და­ი­ცავს კა­ნო­ნის ყვე­ლა მოთ­ხოვ­ნას და სა­ჯა­როს გახ­დის სა­კუ­თარ ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

2011-2012 წლე­ბის სა­ა­ნაგ­რი­შო პე­რი­ოდ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­გორც პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი და შემ­დგომ­ში პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი, არ ფლობ­და არა­ნა­ირ წილს ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში. ამ­დე­ნად, იგი არ იყო ვალ­დე­ბუ­ლი ეს გა­ნეც­ხა­დე­ბი­ნა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში. ხო­ლო, რაც შე­ე­ხე­ბა მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ამ­ჟა­მინ­დელ აქ­ტი­ვებს, ეს ინ­ფორ­მა­ცია კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით გაც­ხა­დე­ბუ­ლი აქვს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კომენტარები