თავდაცვის მინისტრი

ალასანია: მთავარია ევროკავშირმა მოგვცეს წარმოდგენა, სად სჭირდება ქართული ელემენტები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ჟურნალისტებს ხვდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, მალის მისიაში ქართველი სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილება, ჯერ მიღებული არ არის.

მისი თქმით, ახლა მთავარია ''ევროკავშირმა მისცეს საქართველოს წარმოდგენა იმისა, თუ სად სჭირდება ქართული ელემენტები'' და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო წვრთნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოლაპარაკებები პირველ რიგში ამერიკულ მხარესთან მიმდინარეობს და მომავალი წლისთვის უფრო მაღალი დონის, სამხედრო წვრთნების ჩატარებაა დაგეგმილი.

კომენტარები