NBA

მაიამიმ სან ანტონიო ჯეიმსის და უეიდის გარეშე დაამარცხა

შეხვედრის დასრულებამდე 1 წამით ადრე კრის ბოშმა სამქულიანი ჩააგდო და მაიამი ჰიტს, სან ანტონიო სპურსზე 88-86 გაამარჯვებინა.

აღსანიშნავია, რომ მაიამის რიგებში მცირე ტრავმის გამო არ უთამაშიათ ლებრონ ჯეიმსს და დუეინ უეიდს.

კრის ბოშმა 23 ქულა მოაგროვა, რეი ალენმა - 14 და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა სპურსში. 17-17 ქულა ჩააგდეს დანკანმა და ლეონარდმა, თუმცა საუკეთესო შეხვედრა არ ჩაუტარებია ტონი პარკერს, რომელმაც მატჩი მხოლოდ 12 ქულით დაასრულა.

მაიამი კვლავ ლიდერობს NBA-ს და აღმოსავლეთ კონფერენციას, სან ანტონიო კი დასავლეთშია პირველი და მცირედით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ოკლაჰომას.

კომენტარები