კათალიკოს-პატრიარქი

ილია II სამკურნალოდ ჰელსინკიში გაემგზავრა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,  ილია მეორე ექიმების რეკომენდაციით სამკურნალოდ ჰელსინკიში  გაემგზავრა. პატრიარქი მეუფეებმა გააცილეს. დეკანოზი მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით ეს არის გეგმიური სარეაბილიტაციო პროცედურა. მისივე თქმით ვიზიტი მოკლევადიანი იქნება.

”ექიმების რეკომენდაციით, ორი კვირით მივდივარ ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკში და იქ პატარა ყურადღებას მომაქცევენ ექიმები და ღვთის მადლით და თქვენი ლოცვით მშვიდობით დავბრუნდები. იმედი მაქვს თქვენი ლოცვების, იმედით მივდივართ ჩვენ უცხოეთში” - განაცხადა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებაზე. 

კომენტარები