კათალიკოს-პატრიარქი

ილია მეორე: ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის

მრავალი აფხაზი და იქ მცხოვრები ხალხი უკვე გრძნობენ, რამდენად დიდი შეცდომა იყო დაშვებული მათი მხრიდან, როდესაც გაჩაღდა ეს საშინელი ომი. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ომი და ბრძოლა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ეს იყო ბრძოლა მესამე ძალასთან - ეს განცხადება დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძართან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გააკეთა.

პატრიარქმა ასევე აფხაზეთში, აფხაზური ეთნოსის გაქრობის საშიშროებაზე ისაუბრა.

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო და აფხაზეთი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ერთად, რომ გადავრჩეთ. თუ ასე დარჩა, შეიძლება, აფხაზეთი არსებობდეს და აფხაზები არ იყვნენ იქ, ამის საშიშროება არსებობს," - განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები