დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი - დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩება სახლში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ არის სამსახური - ეს არ არის სწორი. ყველაზე დიდი ქომაგი ადამიანისა და დამხმარე არის ჩვენი დედამიწა. ღმერთმა მოგვცა ჩვენ დედამიწა ისეთი მადლიანი, რომ როცა ადამიანი მიწაზე იშრომებს ბედნიერი იქნება. აი, ამიტომ მე მინდა მოგმართოთ ყველას, მე მინდა მივმართო უპირველეს ყოვლისა ვინც წასულია, დაბრუნდით სახლში, სახლში უკეთესია. საქართველოსთანა ქვეყანა მსოფლიოში არ მოიძებნება. დაბრუნდით და იშრომეთ. ერთმა საქმემ თუ არ გაგიმართლათ მიხედეთ მეორეს, მესამეს, მეათეს. არ შეიძლება ასეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა უმუშევარი იყოს ადამიანი. მე იმედი მაქვს რომ ჩვენი ხალხი დაბრუნდება საქართველოში
tbl.ge/ed4
დაკოპირდა
კათალიკოს ილიას ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში
ამავე თემაზე
- ილია მეორე: თანამედროვე ადამიანი სულიერად დაავადებულია
- პატრიარქი ყვარლის ტბის კურორტზე ექსკლუზიური სერვისით სარგებლობს
- ილია მეორე: უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან
- ილია მეორე: ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის
- ილია მეორე: საცხოვრებლად ვინც მიდის უცხოეთში, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა