NBA

მაიამი ჰიტი ჩიკაგო ბულზმა შეაჩერა

მაიამი ჰიტის 27-თამაშიანი მოგებების სერია გუშინ ჩიკაგო ბულზის კალათბურთელებმა დაასრულეს.

ბულზმა საკუთარ კედლებში 101-97 გაიმარჯვა და NBA-ს გამარჯვებული 1 თებერვლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

ჩიკაგოელთაგან გამორჩეული ლუ დენგი იყო, რომელმაც 28 ქულა მოაგროვა. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა კარლოს ბუზერმაც - 21 ქულა და 17 მოხსნა - ასეთი იყო მისი მონაგარი.

მაიამი ჰიტის დიდი სამეულიდან ჯეიმსს 32 ქულა ჰქონდა, ბოშს 21, დუეინ უეიდს კი 18.

შეხვედრის დასაწყისში 13 ქულით ჩამორჩენის შემდეგ, მაიამის კალათბურთელებმა მესამე მეოთხედში ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს და ორი ქულით წინ გასვლაც, თუმცა ბულზმა საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა - 101-97.

კომენტარები