საია

ვალერი თელია საია-ს თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს

აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი, ვალერი თელია საია-ს თანამშრომლისთვის  ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას უარყოფს.

როგორც თელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მხრიდან არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, ხოლო ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და აგრესიულად იქცეოდა.

"ვმოძრაობდი გრიბოედოვის ქუჩაზე, რა დროსაც ერთ-ერთმა ავტომანქანამ შექმნა ავარიული მდგომარეობა და მძღოლმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გავაჩერე მანქანა და ვკითხე, თუ რატომ მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. როგორც შევატყე, ის იყო ნასვამ მდგომარეობაში და გამოირჩეოდა აგრესიით. მოვუწოდე მას სიმშვიდისკენ, მაგრამ აღნიშნული პირები ჩემს მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას აგრძელებდნენ. აღნიშნულ საკითხზე მათ მიერ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იქნა გამოძახებული", - განაცხადა ვალერი თელიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 28 მარტს, ბა­თუმ­ში, გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და აჭა­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს, ვა­ლე­რი თე­ლი­ას შო­რის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. 

აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ შიდა მოკვლევა დაიწყო.

 

კომენტარები