საქართველო-თურქეთი

აჰმეთ დავუთოღლუ: მეჩეთი თუ ეკლესია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა

საქართველოში ვიზიტით მყოფი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჰმეთ დავუთოღლუ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

დავუთოღლუს განცხადებით, თურქეთში არსებულ ქართულ ეკლესიებთან და საქართველოში თურქულ მეჩეთებთან დაკავშირებით, ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს და პროტოკოლი მუშავდება.

"მეჩეთი თუ ეკლესია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა და მზად ვართ, მის რეაბილიტაციას ყველანაირად შევუწყოთ ხელი. ვიმედოვნებთ, რომ იგივე დამოკიდებულება აქვს ქართულ მხარესაც. ეს საკითხი დაისვა საქართველოს პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თურქეთში შეხვედრაზეც", - განაცხადა აჰმედ დავუთოღლუმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბათუმში მეჩეთის აშენების საკითხი დადებითად გადაწყდება. მისივე თქმით, ეს იქნება მეგობრობის ხიდი საქართველოსა და თურქეთს შორის.

კომენტარები