სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კირვალიძე: სოფლის მეურნეობაში იაფი და გრძელვადიანი სესხების გაცემა დაიწყება

სოფლის მეურნეობაში იაფი და გრძელვადიანი სესხების გაცემა დაიწყება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ, სოფლებში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის განაცხადებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა დააფინანსა. მისივე თქმით, კოალიცია ასრულებს თავის დანაპირებს, შეღავათიან და გრძელვადიან სესხებთან დაკავშირებით და ეს იქნება სტიმული სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და გადამამუშავებელი მრეწველობისთვის.

"მინდა, მადლობა გადავუხადო მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც ბოლო 3-4 თვის მანძილზე ინტენსიურად შრომობდნენ, რათა შეგვემუშავებინა ეს პროდუქტი, რომელსაც ჩვენ დღეს ვაცხადებთ. ეს არის ის გზა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გაიარეს, საქართველოში ეს კიდევ უფრო წარმატებული იქნება", - განაცხადა დავით კირვალიძემ.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში 11 ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო.

 

კომენტარები