კონფლიქტი ილიაუნიში

ლაბორატორია 1918-ის წევრები ლევან ღამბაშიძეს კრიტიკისათვის ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლაბორატორია 1918-ისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი

 ადასტურებს ინფორმაციას, რომ მასსა და ილიას უნივერსიტეტის თანამშრომელს
შორის კონფლიქტი მოხდა. ცაგარელის თქმით, მისი გაღიზიანება ღამბაშიძის მიერ ფეისბუქზე მასზე გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია.

"როდესაც ისეთ შეურაცხყოფას აყენებ ადამიანს და ცილს წამებ და ბოდიშის მოხდაც არ გინდა, შესაბამისად საუბრისას მოგვივიდა კონფლიქტი", - განაცხადა ცაგარელმა.

ლევან ღამბაშიძე ფეისბუქზე ლაბორატორია 1918-ის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრის მცდელობასა და სამეურვეო საბჭოს გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა, რისი საბაბადაც ახალგაზრდა სოციალისტებმა ბათუმში 1 წლის გოგიტა აბაშიძის  დაღუპვა გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, 1 წლის ბავშვი შიმშილობისგან გარდაიცვალა. 

"ეს უზრდელი მოჩეგევარო ტიპი არის პარტიული ბიჭი, რომელსაც სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ბავშვის სიკვდილიც, დევნილებიც, სოც. დაცვაც. და ა.შ. ხვალ ქარიშხალთან დაკავშირებითაც საზ. მაუსთან ან ნაც. მოძრაობის ოფისთან გამართავს აქციას", - დაწერა ღამბაშიძემ ცაგარელზე.

თვითმხილველთა ცნობით, ლაბორატორია 1918-ის 2 წევრი ილიაუნის შენობაში მივიდა. მათ ლევან ღამბაშიძე საქმის გასარჩევად გვერდზე გაიხმეს, რასაც ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

თავად ლევან ღამბაშიძე კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

ხელისუფლებასთან ასოცირებული სტუდენტური ორგანიზაციების მხრიდან ოპონენტების მიმართ კრიტიკისათვის ფიზიკური ანგარიშსწორება ახალი მოვლენა არ არის. აქამდე ამას სტუდენტური თვითმმართველობები, სტუდკავშირები და უფრო ადრე კომკავშირი აკეთებდა. ერთ წლის წინ, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები სტუდენტურ ბლოგზე გაკრიტიკებისთვის ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე სტუდენტს. აგრძელებენ თუ არა ამ ტრადიციას ლაბორატორია 1918 და ახალგაზრდა სოციალისტები, ამის გასაგებად თავად ამ ორგანიზაციებმა სწრაფად უნდა შეაფასონ მომხდარი. აღსანიშნია, რომ ცალკეულმა წევრებმა არათუ დაგმეს, არამედ მოიწონეს ეს ფაქტი. 

 http://www.youtube.com/watch?v=1qEnH0dGknc - ლაბორატორია 1918-ის აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან.                                             

 

 

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები