საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება გასცა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება გასცა. აღნიშნული განკარგულება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსდა.

განკარგულებას, სხდომის დღის წესრიგიც თან ერთვის, რომლის მიხედვითაც, დეპუტატები 49 საკითხზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორის, გათვალისწინებული არ არის, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენა. 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა,  25 მარტს 14:00 საათზეა მოწვეული. 

 

კომენტარები