საია

საიამ თბილისის მერს ღია წერილით მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, თბილისის მერს, გიგი უგულავას ღია წერილით მიმართა. საია უგულავას სთხოვს თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი იურიდიული პირის - ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და ააიპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" 2005 წლიდან 2011 წლის 5 ივლისამდე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს.

ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული თანხის, ჯამში 367 მილიონ ლარზე მეტის შესახებ ინფორმაცია, 11 თებერვალს მერიაში წარდგენილი განცხადებით გამოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

''კერძოდ, თბილისის მერიას უნდა გაეცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ: 1. რა ოდენობის თანხა გაიხარჯა - ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ, ქ. თბილისში აღდგენილ და რეაბილიტირებულ თითოეულ ობიექტზე ცალ-ცალკე; 2. უშუალოდ რომელი კომპანიები ასრულებდნენ სამუშაოებს ფონდების მიერ, აღდგენილ და რეაბილიტირებულ თითოეულ ობიექტზე ცალ-ცალკე; 3. ვის მიერ და რა ფორმით ხდებოდა თითოეული ობიექტის აღდგენა და რეაბილიტირების მიზნით შემსრულებელი კომპანიების შერჩევა.

მიგვაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც საუბარია კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხული ასეულობით მილიონი ლარის გაუმჭვირვალედ ხარჯვაზე და საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია ფონდების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, თბილისის მერიაში წარდგენილი ანგარიშები (მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების გაცემის ვალდებულება თბილისის მერიას სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აქვს დაკისრებული), მერიის მიერ თბილისის განვითარების ფონდის მისამართის არასწორი მითითება, მიუღებელია და კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ'', - ნათქვამია საიას ღია წერილში.

 

კომენტარები