ევროსაბჭო

ევროპის საბჭოს კონგრესი: ქართული ოცნება თვითმმართველობებზე ზეწოლას ახდენს

მარტს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს წარედგინა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მონიტორინგის დასკვნა. მონიტორინგის მიხედვით, არჩევნების შემდეგ, 19  მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარე და 31 მუნიციპალიტეტის გამგებელი გადადგა თანამდებობიდან. ასევე, ზოგიერთ შემთხვევებში მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარეებმა ან გამგებლებმა შეიცვალეს პარტია.

დასკვნის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობები ზეწოლას  კოალიცია ქართული ოცნებისგან განიცდიდნენ. გათავისუფლებული თანამდებობები ქართული ოცნების წევრებმა დაიკავეს. თანამდებობების ცვლილება ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი მთავრობების დონეზე ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის ზეწოლის ქვეშ განხორციელდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ  ფინანსურმა პოლიციამ 34 მუნიციპალიტეტში დაიწყო შემოწმება.

დასკვნა აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევებში, შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობების შევიწროება მთავრობის პირდაპირი ჩარევით არ მომხდარა, თუმცა ხშირად ისინი აქეზებდნენ თავიანთ აქტივისტებს.

მონიტორინგის შედეგები ხაზს უსვამს, რომ არჩევნების შემდგომ კვლავ გრძელდება პოლიტიკა, რომელიც პოლიტიკური პარტიის ძალაუფლებას სახელმწიფო ძალაუფლებასთან აიგივებს და რის ჩამოყალიბებაშიც, როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, როლი ნაციონალურ მოძრაობას მიუძღვის.   

კომენტარები