პარლამენტის თავჯდომარე

უსუფაშვილი: მაკკეინიც თვლის, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აუცილებელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამერიკაში ვიზიტს დღეს, 16 მარტს ასრულებს. პარლამენტის  პრესსამსახურის ინფორმაციით, უსუფაშვილს ერთ–ერთი ბოლო შეხვედრა სენატორ ჯონ მაკკეინთან ჰქონდა. 
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. სენატორმა მაკკეინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი კეთილგანწყობა საქართველოსადმი და საქართველოს გამოწვევების დაძლევაში მხარდაჭერას დაჰპირდა.  პარლამენტის თავმჯდომარემ  და სენატორმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრეს. 
"მაკკეინი დაინტერესდა ამ თემით, მაგრამ დაინტერესდა პოზიტურად, მას არ ჰქონია არცერთი კრიტიკული შენიშვნა, ისიც თვლის, რომ სავაჭრო  ურთიერთობები აუცილებელია. ამერიკას აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს.  იმიტომ, რომ ის პრობლემა, რაც საქართველოს აქვს რუსეთთან, არ არის მხოლოდ ქართველების პრობლემა, ეს არის მთელი დემოკრატიული საზოგადოების პრობლემა და ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ და მოვიქცეთ ისე, როგორ იქცევა დემოკრატიული სამყარო და ეს მოქცევა ნიშნავს მოქნილობას, შედეგზე ორიენტირებულ ქმედებებს", – განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები