პარლამენტის თავჯდომარე

დავით ბაქრაძის შეხვედრები აშშ-ში

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე  აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო  მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს შეხვდა, ასევე მოლაპარაკებები გამართა ამერიკელი სენატორების ფართო წარმომადგენლობასთან. პარლამენტის პრეს-სამსახურის  ცნობით,  შეერთებულ შტატებში გამართულ  შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა   მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს  სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის , საქართველოს დემოკრატიული განვითარების  მიმართ.  “საუბარი იყო ყველა იმ ორმხრივ საკითხზე, რომელიც აქტუალურია საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მათ შორის საუბარი იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ თემატიკაზე. ამერიკული მხარე  დიდად აფასებს იმ მოქნილობას და კომპრომისს, რომლითაც ქართული მხარე მიუდგა ამ მოლაპარაკებას,“– განაცხადა დავით ბაქრაძემ.  აშშ-ს ის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სტუმრობს. 

კომენტარები