მთავრობა

ნორლანდი: პრეზიდენტის და პრემიერის შეხვედრას დიდი იმედით ვუყურებთ

აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო საზოგადოება ამ შეხვედრას დიდი იმედით უყურებს. 

"მოხარული ვართ, რომ ასეთი შეხვედრა შედგება. საქართველოს მეგობრები და საერთაშორისო საზოგადოება თვალს ადევნებს ამ მოვლენებს და იმედოვნებს, რომ საქართველო საშინაო პოლიტიკური საკითხების მშვიდობიანად გადაჭრას შეძლებს, განაგრძობს განვითარებას, როგორც ძლიერი ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის. ასე რომ, ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ შეხვედრას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა, კანცელარიის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.  

როგორც ცნობილია, დღევანდელი შეხვედრის ერთი-ერთი მთავარი თემა, საკონსტიტუციო ცვლილებებია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი და პრემიერი განცხადებებს მედიისთვის ცალ-ცალკე გააკეთებენ. 

კომენტარები