გიგი უგულავა

სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პროკურატურის საჩივარი გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პროკურატურის საჩივარი თბილისის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა ბრალდების შემდეგი შუამდგომლობა: პროკურატურა ითხოვდა ერთ მილიონიან გირაოს, გიგი უგულავასთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვას და მისთვის საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ მისვლის ვალდებულების დაკისრებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი გიგი უგულავასთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებაზე.

თბილისის მერს ბრალი ედება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

 

კომენტარები