კოაბიტაცია

ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა

დღეს, 1-ლ მარტს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა მასთან საუბარზე უარი თქვა. ივანიშვილის თქმით, უარის მიზეზად პრეზიდენტმა საზღვარგარეთ წასვლა დაასახელა.

"დღეს უნდა შევხვედროდით, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა", - განაცხადა ივანიშვილმა. 

 

კომენტარები