კოაბიტაცია

უსუფაშვილი და ბაქრაძე ერთმანეთს შეხვდნენ

იუსტიციის სახლში დასრულდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეხვედრა.  
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძე მცირე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ შეხვედრა სამუშაო ხასიათს ატარებდა.
"დღეს სერიოზული და კონსტრუქციული შეთავაზებები იყო ჩვენი მხრიდან, კომპრომისზე წასვლის არ გვეშინია, ჩვენ ორივეს მიგვაჩნია, რომ მართლები ვართ, მაგრამ საბოლოო შედეგი უნდა იყოს ისეთი, რომ ყველას ინტერესი იქნას გათვალისწინებული და საზოგადოება დარჩეს მოგებული",- აღნიშნა ბაქრაძემ ნინო შუბლაძის გადაცემა პოზიციაში.
შეხვედრას უმცირესობიდან პავლე კუბლაშვილიც ესწრებოდა.

კომენტარები