ჯანდაცვის სამინისტრო

სერგეენკო: დღეიდან ახალი სადაზღვევო პროგრამა ამოქმედდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეიდან ახალი სადაზღვევო პროგრამა იწყება.

მისი თქმით, 28 თებერვლიდან, სადაზღვევო პაკეტით 6-დან 60 წლამდე ყველა ის პირი ისარგებლებს, რომლებსაც აქამდე არანაირი სახის დაზღვევა არ ჰქონია. მინისტრის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ასეთი კატეგორიის 2 მილიონზე მეტი მოქალაქეა.

"28 თებერვლიდან, იმ ადამიანებს, რომლებსაც დღევანდელი მდგომარეობით არანაირი სახის დაზღვევა არ ჰქონდათ, შეუძლიათ, შეუზღუდავად ისარგებლონ ოჯახის ექიმთან ვიზიტით, ასევე ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისთვის საჭირო 15 ათას ლარამდე მომსახურების მიღებით", - განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

სერგეენკოს განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 635 მლნ ლარს შეადგენს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამ ბიუჯეტიდან  დაფინანსდება.

კომენტარები