საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

დღეს ქართველი მორაგბეები რუსებს დაუპირისპირდებიან

დღეს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის გუნდს სოჭში დაუპირისპირდება.

შეხვედრა ევროპის ერთა თასის ეგიდით იმართება. ბორჯღალოსნებს ორ ჩატარებულ მატჩში, რუმინეთის მსგავსად, რვა ქულა აქვთ და მათთან პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ.

სამწუხაროდ, მატჩს ტელევიზიით არ გადასცემენ, თუმცა როგორც რუსეთის რაგბის ფედერაციის ვებსაიტზე იტყობინებიან, შეხვედრის დასაწყისისთვის გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ტრანსლაცია.

გთავაზობთ ბმულს: http://www.rugby.ru/?p=3092

კომენტარები