შემთხვევა

ლადო ვარძელაშვილი დაკავებულია

შსს-მ სპორტისა და ახალაგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლადო ვარძელაშვილი დააკავა. საქმე ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევით მკვლელობას ეხება.

ლადო ვარძელაშვილთან ერთად, დაკავებულია ზვიად ქავთარაძე, ვის გასროლასაც ემსხვერპლა დევი სირაძე. დაკავებულია ასევე ვახტანგ ბიჭაშვილი, ვის სახელზეც იარაღი იყო გაფორმებული.

შსს-მ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ. ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად ტეტე-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა’’ , - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

ლადო ვარძელაშვილი საკუთარ ჩვენებაში, ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს ჰყვება.

"22 თებერვალს, ჩემთან სახლში შევიკრიბეთ მე და ჩემი მეგობრები, მეუღლეებთან ერთად. სახლში მაქვს პირად მფლობელობაში არსებული რამდენიმე იარაღი. ერთ-ერთი მქონდა ნაჩუქარი მეგობრისგან, რომლის გადმოფორმებაც ვერ მოვასწარი. იარაღები სეიფში მქონდა შენახული და მეგობრებმა დაათვალიერეს ჩემი კოლექცია. დათვალიერების დროს ერთ-ერთ ჩემს მეგობარს შემთხვევით გაუვარდა იარაღი და მოხდა ეს შემთხვევა", - აცხადებს ლადო ვარძელაშვილი.

ვარძელაშვილს, ბრალს სავარაუდოდ იარაღის შენახვისთვის წარუდგენენ. 

შეგახსენებთ, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარ­დაც­ვლი­ლი, 45 წლის დე­ვი სი­რა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა  სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი 2009 წლი­დან იყო. ის ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო დე­ვი სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო მწუ­ხა­რე­ბას  გა­მოთ­ქვამს. 

 

კომენტარები